წესები და პირობები

1. ზოგადი დებულებები

IMARAGE.GE წარმოადგენს ელექტრონულ B2B პლატფორმას (შემდგომში "პლატფორმა"), რომელიც აკავშირებს პროდუქციის მომწოდებლებს (დისტრიბუტორებს) და მყიდველებს (მაღაზიებს/ობიექტებს).

2. პასუხისმგებლობის შეზღუდვა (მნიშვნელოვანია!)

2.1. პლატფორმა არის მხოლოდ შუამავალი რგოლი და არ ფლობს, არ ყიდის და არ ინახავს ფიზიკურად განთავსებულ პროდუქციას.
2.2. პლატფორმა სრულად იხსნის პასუხისმგებლობას პროდუქციის ხარისხზე, ვარგისიანობის ვადებზე, შეფუთვაზე, ტრანსპორტირებისას მიყენებულ ზიანზე ან მიწოდების დაგვიანებაზე.
2.3. ნებისმიერი პრეტენზია პროდუქტთან დაკავშირებით მყიდველმა უნდა წარადგინოს უშუალოდ მომწოდებელთან (სელერთან).

3. ანგარიშსწორება და საკომისიო

3.1. მომწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს პლატფორმას საკომისიო (15%) თითოეულ დადასტურებულ შეკვეთაზე.
3.2. ანგარიშსწორება მყიდველსა და გამყიდველს შორის ხდება ინდივიდუალურად (ნაღდი/უნაღდო), პლატფორმის ჩარევის გარეშე.

4. კონფიდენციალურობა

ჩვენ ვიცავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს და ვიყენებთ მათ მხოლოდ შეკვეთის შესასრულებლად.

© 2026 IMARAGE.GE. ყველა უფლება დაცულია.